ბენ აფლეკი ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ჰოლივუდელი მამაკაცია, მას გემოვნებაც შესანიშნავი აქვს, თუმცა, ბოლო პერიოდში, 49 მსახიობის ტრანსფორმაცია ნამდვილად თვალსაჩინოა. როგორც ჩანს, ბენის ჭეშმარიტმა სიყვარულმა ჯენიფერის მიმართ, მის სტილზეც იქონია გავლენა.
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს შედარებისთვის, სადაც აფლეკი ჯეი ლომდე და მასთან რომანის შემდეგაა გადაღებული. გარდაქმნა აშკარაა, – დგომის მანერა, ჩაცმის სტილი, სახის გამომეტყველება და თუნდაც წითელ ხალიჩაზე გამოჩენა – ბენ აფლეკი სიყვარულისგან ბრწყინავს.