25 ივლისს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში (მაჩაბლის #13) გაიმართება ნანი ბრეგვაძის პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას მომღერალთან ერთად დაესწრებიან: ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნიკოლოზ რაჭველი, Artists Union-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეო ჯორბენაძე, ეროვნული მუსიკალური ცენტრის გენერალური დირექტორი, ნინო ნახუცრიშვილი, „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხათუნა კაკაბაძე.
16 აგვისტოს, Check in Georgia და „ბლექ სი არენა“ წარმოგიდგენთ ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შემოქმედებით საღამოს კრის ბოტისთან ერთად. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სოლისტებთან ერთად შეასრულებს ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მელოდიებზე ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ ორიგინალურ ვერსიებს.
გენერალური სპონსორი: „საქართველოს ბანკი“
პროექტის გენერალური პარტნიორი: Artists Union Conceptart
მედიამხარდამჭერები: „იმედი“, „ფორტუნა“, ambebi.ge, marketer.ge, ჟურნალი „O.K.“