LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანაბარია” – ლევან იზორია ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვაზე

66

“როდესაც არსებობს კითხვები კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს, გასცეს პასუხი,” – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვაზე დასმული შეკითხვისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად წარსული თანამდებობრივი პოზიციისა, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანაბარია.

„ქვეყნის სტრატეგიული ამოცანაა, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც ყველა იქნება კანონის წინაშე თანაბრად პასუხისმგებელი. შესაბამისად, როდესაც არსებობს კითხვები გამომდინარე კანონის უზენაესობის პრინციპიდან, ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს, რომ გასცეს პასუხი. ეს არის სწორედ სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების ინტერესში. აქედან გამომდინარე, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

განსაკუთრებული ხდება ის, რომ მიუხედავად წარსული თანამდებობრივი პოზიციისა, ყველა ადამიანი კანონის წინაშე არის თანაბარი. ეს არის სწორედ ევროპული სახელმწიფოს მთავარი სამართლებრივი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის ადეკვატურად მოქმედებს ხელისუფლება,” – განაცხადა ლევან იზორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g