LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეც ასეთი მამა ვარ” – მიხეილ სააკაშვილი სასწავლო პროცესის განახლებას ეხმიანება

1209
დსგსდ

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებას ეხმიანება.

სააკაშვილი ამბობს, რომ ყველა მშობელს სურს, მათი შვილები სკოლებში დადიოდნენ და აღნიშნავს, რომ თვითონაც ასეთი მამაა.

თუმცა სააკაშვილი არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც პანდემია ქმნის:

“ჩვენ ყველას გვსურს, რომ ჩვენი შვილები დადიოდნენ სკოლაში. მეც ერთ-ერთი ასეთი მამა ვარ.

განათლების სამინისტრომ აიღო ევროპის ქვეყნების სტანდარტები, სადაც ბავშვები სკოლაში გაუშვეს. ოღონდ ჩვენთან სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია. ჯერ ერთი, ევროპაში მასწავლებლები და პერსონალი აცრილია და მეორე, ყველა ბავშვი დაზღვეულია.

აი, წარმოიდგინეთ, კლასში ვირუსი ერთ ბავშვს მაინც ექნება და ავტომატურად ყველას გადაედება. შემდეგ ეს ბავშვები ბრუნდებიან სახლში და გადასდებენ ოჯახის წევრებს. მართალია, “ომიკრონი” ბევრად მსუბუქად მიდის ვიდრე სხვა შტამები, მაგრამ მკურნალობა ყველა შემთხვევაში დასჭირდება. ოჯახში თუ სამ ადამიანს მაინც დაემართა, ეს ოჯახის ბიუჯეტზე დამატებით 500-600 ლარი დატვირთვაა.

ეს კი იმ პირობებში, როცა ამ თვეებში განსაკუთრებით ბევრი დაიხარჯება დენისა და გაზის მომატებულ გადასახადებზე, საკვებისა და პროდუქტების გაზრდილ ფასებზე და ახლა დამატებით კოვიდისგან მკურნალობის თანხები. აი, ამიტომაც არის შეუძლებელი ევროპული რეგულაციების კონტექსტის გარეშე გადმოტანა!” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, დღეს სკოლებში სწავლა განახლდა.

ამავე თემაზე:

რა შემთხვევაში დავტოვოთ ბავშვი ონლაინ სწავლებაზე – კულუმბეგოვი მშობლებს რჩევით მიმართავს

გაბუნია: სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g