58 წლის ბრედ პიტი ცნობილ შვედ მომღერალს, 35 წლის ლიკე ლის ხვდება, ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. გამოცემის ინფორმაციით, მომღერალი, ოსკაროსანი მსახიობის მეზობლად, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ისინი ერთმანეთს ფარულად უკვე 6 თვეა ხვდებიან. წყვილი პაპარაცებმა გასულ კვირას, იტალიურ რესტორანში გადაიღეს.
რაც შეეხება პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცის ახალ გულისწორს, მომღერალი ისეთ კომპოზიციებითაა ცნობილი, როგორებიცაა I Follow Rivers და No Rest for the Wicked.
„ანჯელინამ ისე დააკომპლექსა, ლამაზი ქალებისკენ აღარც კი იხედება“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ ბრედს ალია შოკათთან რომანში ამხელდნენ, ასევე დასავლური მედია აქტიურად წერდა ბრედისა და მოდელი, ნიკოლ პოტურალსკის რომანტიკულ ურთიერთობაზე.
ბრედი დაიწუნეს? – ალია შოკატი პიტთან რომანზე პირველად ალაპარაკდა