LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დევდარიანი: „თუ უკრაინა მოიგებს, ჩვენი ხელისუფლების წევრები ისე გადალაგდებიან პროდასავლელებად, რომ ვერავინ დაეწევა…“

1158
qetidevdariani

„ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი „ფორმულასთან“ საუბრისას ქართულ და რუსულ საზოგადოებებზე და ასევე საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრობს და აღნიშნავს:

„საქართველოს ხელისუფლების, ჩვენი არჩეული, ძალით მოსული თუ რაღაცნაირად დასმულის, მთავარი ამოცანა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს უსაფრთხოდ. თუ უკრაინა მოიგებს, ისე გადალაგდებიან პროდასავლელებად, რომ ვერ დაეწევა ვერავინ, ყველა გახდება პირველი მებრძოლი რუსეთთან. დღეს მთელი ერი დაგვამსგავსა ჩირგვში ჩასმული ადამიანის მოლოდინს, რომ აბა, რა მოხდება და თან, ეს ჭკვიანური რომ გვგონია. დღეს ჩვენი პოზიცია უნდა იყოს მკაფიო… კოგნიტური დისონანსი კი ნამდვილად არის – დილით გამოდის კობახიძე, სხვა რაღაცას ამბობს, საღამოს მიტინგია, აბა, გაუმარჯოს უკრაინას. როგორც ერთ-ერთ ტელევიზიაში – დილას ცხრაჯერ რომ წერენ, რომ ნატო უკრაინას არ დაეხმარება, საღამოს თვალს დახუჭავენ და გიტარაზე უკრაინულს იმღერებენ… ეს, იცით, რა არის? ფარისევლობა. ჩვენს კოლექტიურ სულიერ მდგომარეობას გამოხატავს შაქარზე ისტერია, რუსეთის კოლექტიურ სულიერ მდგომარეობას გამოხატავს – დედამისს რომ ელაპარაკება ჯარისკაცი და დედა რომ ეკითხება, ტანკს რა მოუვიდა, ძრავა გაუფუჭდაო? ამ უბედურებაში არიან ისინი და ჩვენ ვართ შაქრის შესყიდვის ისტერიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ვიაზრებთ, სად არის რეალური პრობლემა…

ნიკა მაჩაიძე: „რუსეთი დაიშლება პატარა რესპუბლიკებად, რომლებიც ერთმანეთთან იომებენ… რუსეთი, როგორც ასეთი, აღარ იარსებებს…“

სვეტლანა ალექსიევიჩი: „პუტინი ჩვენი შეცდომის შედეგია… ჩვენი ბრალია… შედეგად მივიღეთ ურჩხული!..“

გიორგი მაისურაძე: „მეცინება ხოლმე, არ ვიყიდი რუსულ პროდუქტსო, რას არ იყიდი, პურს ჭამ რუსულს, ფქვილი მოდის რუსეთიდან…“

თეა დარჩია: „კაცები საერთოდ არ უნდა გააკარო პოლიტიკას და მით უმეტეს, სახელმწიფოს მართვას, რადგან ბავშვობაში ომობანას თამაშს ზრდასრულობაშიც აგრძელებენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g