„სფეის იქსის“ დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, მეი მასკი სოციალურ ქსელში უკრაინაში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
„ბედნიერი მოგონებები კიევიდან 2017 წ. იმედია მალე გავისეირნებ თოვლში, შევჭამ უგემრიელეს დესერტებს, კვლავ დამხვდება ღირსშესანიშნავი ადგილები. შეჭრა – ეს საშინელებაა, მსოფლიო იქ მიმდინარე მოვლენებს 24 საათის განმავლობაში ადევნებს თვალს და უკრაინელ ხალხს უდიდეს მხარდაჭერას უცხადებს“, – წერს მეი.
მეი მასკი საზოგადოებას საქველმოქმედო ორგანიზაციებში ჩართულობისკენ მოუწოდებს.
ფოტო: „რა ლამაზი ხარ ილონა“ – მასკის დედა ილონის ფოტოს ავრცელებს
მას შემდეგ, რაც კადიროვმა მას “ილონა”-თი მიმართა, მასკმა სახელი შეიცვალა და ტვიტერზე “ილონა” დაირქვა