ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის „საუკუნის ქორწილის“ შემდეგ უკვე ერთი კვირა გავიდა. აღსანიშნავია, რომ ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე ინფორმაცია გავრცელდა, რომ წყვილი საქორწინო მოგზაურობაში კოსმოსში გაემგზავრებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ახლად დაქორწინებულები მიწაზეც „კოსმოსურად“ გრძნობენ თავს.
საზოგადოების ინტერესი წყვილის ცხოვრების მიმართ დიდია. პაპარაცები მათ ყოველ ნაბიჯს ადევნებენ თვალს, არც წყვილი ცდილობს პირადი ცხოვრების დამალვას. ისინი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურები არიან და გამომწერებს ბევრ დეტალს უზიარებენ.
როდესაც მილიარდერი ცოლი გყავს – ბრუკლინ და ნიკოლა ბექჰემების „ოჯახური ცხოვრება“ – პირველი ფოტოები
გრძნობებს ვერ მალავს – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის პირველი ვახშამი ცოლ-ქმრის სტატუსით
ამჯერად ფოტოს და ვიდეოს ბრუკლინი ავრცელებს. ის ნიკოლასთან ერთად „კარტოფილის ფრის“ მადიანად მიირთმევს.
„ჩემი ცოლი“ – ასე დაასათაურა 23 წლის ბექჰემმა ფოტო. მორიგ ვიდეოს, სადაც ის კრიკეტის თამაშობს „ქმრის სტილი“ აწერია. როგორც ჩანს, ახლად დაქორწინებული ბრუკლინი მილიარდერი ცოლით და ახალი სტატუსითა აღფრთოვანებულია.