LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ რეაგირებს „ტესლას“ ავტოპილოტი ექსტრემალურ სიტუაციებში

54
crash

YouTube-არხზე Wham Baam Teslacam გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც „ტესლას“ ავტომობილის მონაწილეობით 15 ყველაზე ექსტრემალური სიტუაციაა გაერთიანებული. ვიდეოში საკმაოდ მძიმე ავარიები მოხვდა და არის ისეთი კადრებიც როცა ავტოპილოტმა მძღოლიც გადაარჩინა და მგზავრებიც.

ავტოპილოტის სისტემა, მიუხედავად ასეთი ხმაურიანი სახელწოდებისა, სინამდვილეში არის აქტიური კრუიზ-კონტროლი, ზოლში გაჩერების ფუნქციით ანუ მისი აქტივაციის დროს მძღოლს ხელები მუდმივად საჭეზე უნდა ეწყოს და გზა აკონტროლოს.

ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ მუშაობს „ტესლას“ ელექტრონიკა. მაგალითად, Autopilot-ს შეუძლია რომ ავტომობილი დატოვოს ზოლში და საპირისპირო მხარეს გადასვლის უფლება არ მისცეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას უკნიდან ეჯახებიან. ამასთან, ავტოპილოტი სიბნელეშიც ძალიან კარგად ხედავს და „ტესლას“ ერთ-ერთ მძღოლს წაქცეული ხისთვის გვერდის ავლაში დაეხმარა.

2016 წელს კი „ტესლას“ ავტოპილოტი სასიკვდილო დასასრულის მქონე ავარიის მიზეზი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები