კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯიანა როდროგესის დიდ ოჯახში ტრაგედია მოხდა, წყვილმა ახალშობილი ვაჟი დაკარგა. ურთულესი კვირის შემდეგ მათ ერთობლივი ფოტო გაავრცელეს, სადაც საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის მადლობას უხდიან, ფოტოზე ახალშობილი ქალიშვილიც ჩანს.
სულ ცოტა ხნის წინ როდრიგესისა და რონალდოს უახლოესმა მეგობარმა, ივან გარსიამ გამოცემას ინტერვიუ მისცა , რომელშიც ჯორჯიანას განცდებსა და ურთულეს პერიოდზე საუბრობს.
„ეს ჯორჯიანასთვის ყველაზე მძიმე კვირა იყო და ეს ბუნებრივია, თუმცა ის ძლიერია და ყველაფერს გაუძლებს. მე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან წყვილმა საზოგადოებას პირადი სივრცის დაცვისკენ მოუწოდა. ბიჭუნა ძალიან პატარა იყო, თუმცა ის გახლდათ სრულფასოვანი ადამიანი, ინდივიდი და ის უკვე ყველას გვიყვარდა, ჯორჯიანა სულ ამბობს, რომ მის ცხოვრებაში უმთავრესი შვილები არიან, მე დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე მის სახეზე ღიმილს კვლავ ვიხილავთ“, – აცხადებს გარსია.
ფოტო: შვილის გარდაცვალების შემდეგ კრიშტიანო რონალდო პირველად გადაიღეს