გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ყოფილი პარლამენტარი გოგა ხაჩიძე “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს.
ხაჩიძე მოუწოდებს პარტიას, რამე იღონონ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად.
“უდროოდ, უადგილოდ და უაზროდ რომ გამოაცხადეთ, ცოტა ხნის წინ, მასობრივი შიმშილობა კარვებში… დღეს რას აკეთებთ?!
მაგ მონათა პარლამენტიდან მაინც არ გამოდიხართ და სასესიო დარბაზში მაინც გამოაცხადეთ დეპუტატებმა შიმშილობა…
ამხელა ფრაქცია ხართ, რამე ქენით, ყურადღება მიიქციეთ, მაგალითი დადეთ, თავში ქვა იხალეთ, ტრიბუნა ჭამეთ, მიშას უშველეთ,
სირცხვილია!” – წერს ხაჩიძე “ფეისბუქში”.
კეთილი ინებოს, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და პრობლემა დამთავრდება – კობახიძე სააკაშვილზე
დეკანოიძე “ოცნებას”: ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს.
დღესვე ექიმებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილის ინფორმაციით კი, სასამართლო პენიტენციურ სამსახურს დღეს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომლითაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უკვე გატარებულ ღონისძიებებზე დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს.