აშში-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილის მდგომარეობის პროფესიონალი ექიმების მიერ მიუკერძოებელი შეფასება.
არ ვთვლი სწორად – ხათუნა სამნიძე არ აპირებს მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგეს
„მთავარი საკითხი არის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ბატონი სააკაშვილის სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება. ამაზე უნდა იყოს აქცენტი. ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა მისი გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება და შეფასდეს მისი მდგომარეობა.
შემდეგი ნაბიჯი არის კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიუკერძოებელი შეფასება, რომლის ნდობაც ყველას შეუძლია.
ასე რომ, შემდგომი სამოქმედო გზა შეიძლება, ჩამოყალიბდეს და განისაზღვროს, მაგრამ ფუნდამენტურად ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ბატონმა სააკაშვილმა, ან მის მდგომარეობაში მყოფმა ნებისმიერმა მიიღოს ზრუნვა, რომელიც მას სჭირდება, უმთავრესი მნიშვნელობის უნდა იყოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.