LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯონი დეპს ხარხარი და ცანცარი პროცესზე შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს“ – ინტერნეტსივრცეში ახალი ფოტოები ვრცელდება

821
page

ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის განახლებული სასამართლო პროცესიდან ჩვენ უკვე არაერთი ფოტო ვიხილეთ. 58 წლის მსახიობი პროცესის დროს ბევრს ხალისობს, ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ გავრცელებული ფოტოები. მეტიც, გასულ კვირას დეპი სკანდალურ პროცესზე კომიქსების წიგნით, ორ დოლარიანითა და მარმელადებით გამოჩნდა, ის ხატავდა და ტკბილეულს არხეინად შეექცეოდა.

აფრიალა 2 დოლარიანი, ბევრი იცინა, მიირთვა მარმელადი და ხატა კომიქსები – ჯონი დეპი სასამართლო პროცესზე უჩვეულოდ იქცეოდა

იურიდიული ექსპერტები დეპის საქციელს კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ მას ასეთი გულგრილი და ცინიკური დამოკიდებულება შესაძლოა, საკმაოდ ძვირად დაუჯდეს და სკანდალური სასამართლო პროცესი მისი კრახით დამთავრდეს.

„თქვენ მოსამართლეებს უნდა მოეწონოთ, მათში თანაგრძნობა უნდა გამოიწვიოთ, პროცესის მსვლელობისას სიცილი და ასეთი დამოკიდებულება გაუმართლებელია…დეპს ხარხარი და ცანცარი პროცესზე შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს“, – აცხადებენ ექსპერტები.

მანამ დეპი პროცესზე ხალისობს, ემბერ ჰარდი ცრემლებად იღვრება. ჰარდი ჩვენების მომენტში არაერთხელ ატირდა, თუმცა,  ფსიქოლოგმა და კრიმინალურმა ექსპერტმა, ჯენინ დრაივმა ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა და დაასკვნა, რომ ჰარდის ემოციური ქცევები და ჟესტიკულაცია არც თუ ისე გულწრფელია.

ფოტო: საბედისწერო ქალის „სხეულის ენა“ გაშიფრულია – რას განიცდის ემბერ ჰარდი

ფოტო: “როცა ხვდები, რომ აღსასრული ახლოსაა” – ემბერ ჰარდმა კრიზის მენეჯმენტის გუნდი სამსახურიდან დაითხოვა

ფოტო/ვიდეო: „ვფიქრობ, მისტერ დეპის სასქესო ორგანო რომ მენახა, აუცილებლად მემახსოვრებოდა“ – სასამართლო პროცესზე ჯონი დეპს ისტერიკული სიცილი აუტყდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები