ძალიან რთული და დრამატული პერიოდის შემდეგ, ჯორჯიანა როდრიგესისა და კრიშტიანო რონალდოს ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. გასულ თვეს ისინი სამოგზაუროდ იმყოფებოდნენ და იახტიდან არაერთი ფოტოც გაავრცელეს.
სულ ცოტა ხნის წინ კი 27 წლის ლამაზმანმა პირადი ვერტმფრენიდან გადაღებული უახლესი ფოტოები გაგვიზიარა. ის საყვარელ მამაკაცთან ერთად პოზირებს და საოცრად ბედნიერად გამოიყურება. მას კრემისფერი, სხეულზე მომდგარი, ორიგინალური კაბა ამშვენებს და ულამაზესი სამკაულები უკეთია.
„ჩემი ოცნების მამაკაცთან“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია როდრიგესმა.