ახალი ავტომწარმოებელი AEHRA, რომლის მთავარი ოფისიც მილანში მდებარეობს, წლის ბოლომდე პირველი ორი მოდელის – სედანის და კროსოვერის გამოშვებას გეგმავს. ეს ელექტროქარები ულტრა-პრემიუმ კლასის იქნება, მიიღებს უჩვეულო დიზაინს, ძალიან ფართო სალონს და ერთი დამუხტვით 800 კილომეტრის გავლას შეძლებს. მანქანების დიზაინზე Lamborghini-ს გუნდის ყოფილი წარმომადგენლები ფილიპო პერინი და ალესანდრო სერა იზრუნებენ. სწორედ ფილიპოს შექმნილია ისეთი მოდელები როგორიცაა Lamborghini Urus, Aventador J, Asterion LPI 910-4 და კიდევ რამდენიმე მანქანა Italdesign: Zerouno და DaVinci. ამიერიდან პროფესიონალი AEHRA-ს ელექტროქარებს დახატავს.
ახალი ბრენდი კლიენტებს იტალიური დიზაინის, თანამედროვე ტექნოლოგიების და ამერიკული დონის სერვისის გაერთიანებით მიიზიდავს.
და ბოლოს, თითოეული ელექტროქარი ისეთ სალონს მიიღებს, რომ საკალათბურთო ლიგის 4 კალათბურთელი თავისუფლად და კომფორტულად მოთავსდეს, ხოლო კიდევ ერთი საშუალო სიმაღლის ადამიანისთვის ადგილიც დარჩეს.