LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის საგარეო უწყება: ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა, ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას

145
BeFunky-collage

“ეს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში.

ჩინეთის გაფრთხილების მიუხედავად, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა

ნენსი პელოსი: აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი ტაივანის აქტიური დემოკრატიის მიმართ აშშ-ის ურყევ ერთგულებას ცხადყოფს

„ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დაცვისთვის, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ. ამ ვიზიტის ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკულ მხარეს და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს“, – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g