მოდელი ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს საკუთარ ფიქრებს უზიარებს და თავადაც ინტერესდება, რაზე ფიქრობენ მისი გულშემატკივრები.
“რამდენ რაღაცაზე ფიქრობ დღის განმავლობაში… მე იცით რომელი ფიქრები მიყვარს, აბიტურიენტი რომ ვიყავი, მასწავლებლებთან დავდიოდი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში და ასე დღეში ორჯერ, ყოველ დღე.. მქონდა CD პლეერი და რამდენიმე დისკი, ხოდა აი სანამ ერთი მასწავლებლისგან მეორესთან მივიდოდი ვუსმენდი და ვოცნებობდი… მახსოვს ყველა ის მოგონილი სიტუაცია რაც წარმომედგინა და რასაც ვატრიალებდი გონებაში…
თქვენ რაზე ფიქრობთ?” – კითხულობს კოშკელიშვილი და ყურადღებამისაქცევ ფოტოსაც ურთავს ამ სტატუსს.