LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა – რა მოხდა წყალტუბოში

132
555ს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთში სხეულის დამწვრობით 33 წლის ქალი გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება – მკვლელობა, თვითმკვლელობა და უბედური შემთხვევა.

მეზობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ, თუმცა მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

გარდაცვლილი ქალის მეზობელი, „ტვ პირველთან“ საუბარში ჰყვება:

„ეს ქალი იყო ნახევრად შიშველი, რომ მივედი, დამწვარ-დათუთქული იყო. სასწრაფო გამოძახებული იყო. მისი მეუღლესაც დამწვარი ჰქონდა ხელები.

ქალი სასწრაფოში თავისი ფეხით ჩაჯდა, გონზე იყო. ძალიან შეშინებული იყო, მციოვა და რატომ მცივაო, ამბობდა.

ბავშვაბი არ ამბობენ სიმართლეს. ბავშვები ჰყავს დაშინებული მამას ჩემი აზრით“,- ჰყვება „ტვ პირველთან“ გარდაცვლილი ქალის მეზობელი.

33 წლის ქალს 5 შვილი დარჩა.

დაზიანებები მიიღო გარდაცვლილის ქმარმა, ის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც „ფორტუნას“ მომხდართან დაკავშირებით შსს-ში განუცხადეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g