სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს. როგორც ილია მეორე აღნიშნავს, მიხეილ გომიაშვილი თავისი პროფესიონალიზმით, უბრალოებითა და ვაჟკაცობით სამაგალითო ადამიანი იყო.
მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა
„ბატონ მიხეილ გომიაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ქართველ ხელოვანთა რიგებს გამოაკლდა პიროვნება, რომელიც პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით, ეროვნულობით, გულითადობით, უბრალოებით იყო სამაგალითო. ასეთი ადამიანები ყოველთვის ცოტანი იყვნენ, მით უმეტეს ჩვენს დროში.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონ მიხეილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მისთვის ლოცვის ძალა და მშვიდობა მოჰმადლოს“, – წერია სამძიმრის წერილში.
ზაზა კოლელიშვილი: „მიშა წავიდა! ხათრიჯანად ძმაო, იქ თეატრი ნამდვილად არის!“
ნიკოლოზ წულუკიძე: „მშვიდობით, მეგობარო!..“