LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები” გაიმართა

496
მომავლის ვარსკვლავები

15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს ხელოვანთა კავშირის “ხელოვანები მომავლისთვის” ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები” ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავდა საქართველოს საგუნდო სექტორის პროფესიულ მხარდაჭერას, შემოქმედებით სტიმულირებას და სოლიდური საპრიზო ფონდით გუნდების წახალისებას.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საგუნდო კოლექტივებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან. მათ შორის საუკეთესოები

კომპეტენტური ჟიურიმ შეარჩია. მის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი ქორმაისტერები და კომპოზიტორები: თეონა ცირამუა, მაია მიქაშავიძე, რუსუდან ხორავა.

პროექტს ხელმძღვანელობდა ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე, მუსიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი – ნინა კუპატაძე.

მეორე ტურის ფინალისტებს – გრანპრისა და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს გადაეცათ ფულადი პრემიები, სახელობითი ჯილდოები და დიპლომები.

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა უფასო მასტერკლასები, მეთოდური ლექციები და ღია გაკვეთილები კონკურსში მონაწილე გუნდებისთვის.

„მომავლის ვარსკვლავების” დასკვნითი საზეიმო გალა–კონცერტი და პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონია 15 ოქტომბერს „არტ–ჰოლში” გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g