LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე მძიმე პერიოდზე: „თითქოს სხვა სამყაროში ხარ ამ დროს და გგონია, რომ ვერასდროს დაბრუნდები დედამიწაზე, რეალურად, თვეების შემდეგ ხვდები, რომ დიახ, ბრძოლას აუცილებლად აქვს აზრი…“

88
კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე „შუადღეს“ ესტუმრა და აღნიშნა, რომ დეპრესია საკმაოდ მძიმე დაავადებაა:

„რა თქმა უნდა, შეიძლება, ძალიან ბევრი მოქალაქისთვის დღეს დეპრესია არ იყოს პირველი რიგის პრობლემად მიჩნეული, მაგრამ ვისაც ეს გაუვლია, მიხვდება, რომ ჯოჯოხეთია დედამიწაზე და არც მთლად იოლ დაავადებათაგანი. მათ სჭირდებათ იმის ახსნა, რომ ეს ყველაფერი გაივლის, ადრე თუ გვიან, ოღონდ გჭირდება, პირველ რიგში, სწორი მკურნალობა და მოტივაცია, რომ ხვალინდელი დღის უკეთესობა ირწმუნო.

“ყველა დეპრესია და მძიმე პერიოდი დამთავრდება…” – გიორგი კეკელიძე

? “ ყველა დეპრესია და მძიმე პერიოდი დამთავრდება, მთავარია სწორი მკურნალობა…” გიორგი კეკელიძე გადალახულ რთულ პერიოდზე

Posted by შუადღე • Shuadge on ორშაბათი, 24 ოქტომბერი, 2022

 

ამას სჭირდება განწყობა, ბევრი მიზეზის გამო ამის ძებნა შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში ადვილი არ იყოს… ხშირად ჩვენ წავუყრუებთ ხოლმე მენტალურ სირთულეებს და გვგონია, რომ ეს დროებითია, მაგრამ სამუდამოდაც შეიძლება გვექცეს, თუ სწორ ექიმს არ მივმართავთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ექიმებს, იმ დაწესებულებას, სადაც ბოლოს ვმკურნალობდი, ახალგაზრდა ფსიქიატრების ჯგუფს, ჩემს პირად ექიმს, თამუნა გოდერიძეს და თიკა კალანდარიშვილს, რომელიც ძალიან მეხმარებოდა იმ პერიოდში. თითქოს სხვა სამყაროში ხარ ამ დროს და გგონია, რომ ვერასდროს დაბრუნდები დედამიწაზე, რეალურად, თვეების შემდეგ ხვდები, რომ დიახ, ბრძოლას აუცილებლად აქვს აზრი და ეს ბრძოლა აუცილებლად მივა გამარჯვებამდე!..“

გიორგი კეკელიძე: „შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ“

ეს მძიმე ამბავი სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე შევიტყვე, თითქმის მარიტასოდენა ბავშვებს უნდა შევხვედროდი…და მერე იმ გაკვეთილებს გაკვეთილები აღარ ერქვათ: გიორგი კეკელიძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

„არაფერია იმაზე ზუსტი, ვიდრე მეგრული ეზოები. ყოველ ჯერზე მაოცებს მათი მათემატიკა.. ამიტომაც არის აქაურობა ევროპელობის უტყუარი ბეჭედი და ცოტა მეტიც“ – გიორგი კეკელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები