LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა

2891
თამარ მაყაშვილი

ბათუმის დრამატული თეატრი მსახიობ თამარ მაყაშვილის სპექტაკლიდან მოხსნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს:

„ბათუმის ილია ჭავჭავაძის  სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ  შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და  მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.

მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის

აღნიშნულიდან გამომდინარე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები“.

შეგახსენებთ, რომ თამარ მაყაშვილმა „იმედის“ ეთერში ახლახან აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როდესაც ბავშვები ბეშუმურ კაბებში არიან გამოწყობილები. შემდეგ ამ განცხადების გამო ბოდიში არა მხოლოდ მან, არამედ მისმა ქალიშვილმა, გადაცემის წამყვანმა, რუსკა მაყაშვილმაც მოიხადეს.

ვიდეო: რუსკა მაყაშვილი: „ეს იყო უწყინარი და დაუფიქრებელი ხუმრობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება დედაჩემისგან და ჩემგანაც მიიღებს გულწრფელ ბოდიშს!..

რუსკა მაყაშვილი: „ვინც დედაჩემს იცნობს, ის ადამიანები მიხვდნენ ამ უწყინარ, უბოროტო ხუმრობას, თუმცა კი ბოდიში აუცილებლად მოსახდელი იყო და მოვიხადეთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g