მას შემდეგ, რაც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს დაშორდნენ, პიტის პირადი ცხოვრება ბურუსითაა მოცული, ტაბლოიდებმა ის უამრავ ქალთან „დააწყვილეს“, თუმცა ჭორი ჭორად დარჩა და ხელჩასაჭიდი აქამდე არაფერი ყოფილა. გუშინ კი ინტერნეტსივრცეში ფოტოები გავრცელდა, სადაც ბრედი ბონოს კონცერტზე პოლ უესლის ყოფილ ცოლთან, 29 წლის ინეს დე რამონთან ერთადაა დაფიქსირებული, 58 წლის ბრედი გოგონას ეხუტება.
დასავლური მედია ბუნებრივია დაინტერესდა „პლანეტის ყველაზე სასურველი მამაკაცის“ ახალი გულის სწორით. როგორ ირკვევა 29 წლის ინესი ერთ-ერთი ცნობილი საიუველირო ბრენდის ვიცე-პრეზიდენტია. მას განათლება ევროპაში აქვს მიღებული და როგორც ინსაიდერები აცხადებენ, ის საოცრად ჭკვიანი და წარმატებულია.