მეგან მარკლი და პრინცი ჰარი მკაცრად ასაიდუმლოებენ შვილების, არჩისა და ლილიბეთის ფოტოებს. პრინცი არჩის ბოლო ფოტო, რომელიც მედიაში გავრცელდა, ორი წლის წინანდელია. მას შემდეგ სასექსებს ვაჟის ფოტო არ გამოუქვეყნებიათ. მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ პატარა პრინცესა ლილიბეთიც.
ამჯერად კი ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორმა სოციალურ ქსელებში ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ვიდეოზარის დროს არის გადაღებული. ეს გახლავთ ქალი პოლიტიკოსების საუბრის ამსახველი ფოტო მეგან მარკლის მონაწილეობით, სადაც კადრში სამი წლის პრინცი არჩი ჩანს. წითურთმიანი არჩი საოცრად ჰგავს თავის მამას.