მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას თანადგომას სთხოვს.
„ვთხოვ ყველას, გადამირჩინონ..“ – ვრცელდება გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის შვილების მიმართვა
„ძვირფასო საზოგადოების წევრებო, მოგმართავთ ყველას! გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე!
მე, იმედს ვიტოვებ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და აგვარიდებს პრეზიდენტის სამარცხვინოდ სიკვდილს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილის ძმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, ჯერჯერობით, უცნობია.