LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „რაულმა ჩემთვის ბევრი რამ დათმო… ეს რომ დავინახე, ამიტომ გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, თორემ გათხოვებას არ ვაპირებდი…“

317
თამარ-ივერი

თამარ ივერმა ისაუბრა „იმედის დღის“ ეთერში, თუ როგორ ათავსებს ოჯახსა და კარიერას.

ცნობილმა სოპრანომ აღნიშნა:

„ეს არის ბედნიერება, რომელიც შეიძლება, ერთეულებს ჰქონდეთ. კაცის შემთხვევაში მთელი ოჯახი მუშაობს მის ხელშეწყობაზე. მეუღლემ ჩემთვის დათმო კარიერა. ქორწილის წინ იყო ეს ნათქვამი. პატრიარქმა თავზე ხელი დაადო და უთხრა, იცი, ვინ მოგყავს ცოლადო? კიო. ცოტა კი დაიზაფრა რაული. ასეთი ხელოვანისთვის, ალბათ, მსხვერპლზე წასვლა მოგიწევსო. ცოტა კი დაფიქრდა რაღაც მომენტში, მეც ისე გავხედე, არ გადაიფიქროს-მეთქი… რაული ძალიან მეოჯახეა ბუნებით. როცა დავრწმუნდი, რომ ასეთი მეოჯახე ადამიანი იყო და მზრუნველი, დამხმარე, ამის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი, თორემ მშვენივრად ვგრძნობდი თავს კარიერაში და საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას…“

ოჯახი და კარიერა – შესაძლებელია თუ არა მათი შეთავსება?

ოჯახი და კარიერა – შესაძლებელია თუ არა მათი შეთავსება?
#იმედისდღისსტუმარი წარმატებული ქართველი სოპრანო თამარ ივერი პირადი გამოცდილებით ნანა ლორთქიფანიძის რუბრიკაში #რა_სურთ_ქალებს?

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ორშაბათი, 12 დეკემბერი, 2022

 

ვიდეო: “მეუღლესთან დათმობაზე მივდივარ, შემეძლო რვა კატა მყოლოდა, თუმცა ხუთი მყავს” – თამარ ივერი

თამარ ივერი მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავს: „ვულოცავ ჩემს მზეკაცს!..“

ვიდეო: “მოვუწოდებ გოგონებს, ჯერ გაიკეთეთ კარიერა და მერე შექმენით ოჯახი” – თამარ ივერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g