ბრიუს უილისის „შერეული ოჯახის“ შესახებ ბევრი დაგვიწერია. უილისს ყოფილ მეუღლესთან, დემი მურთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს, დემისთან ბრიუსის ახლანდელი მეუღლე, ემმა ჰემინგიც მეგობრობს. ისინი ერთად საკმაოდ დიდ დროს ატარებენ.
ამჯერად ბრიუსის გოგონებმა მსახიობის გამხნევება გადაწყვიტეს, შეიკრიბნენ და ბევრი ფოტოც გადაიღეს. 67 „კერკეტი კაკალი“ ხუთი ქალიშვილისა და საყვარელი ქალბატონების გარემოცვაშია.
„ჩვენ ოჯახი ვართ, იგრძენით სადღესასწაულო განწყობა“, – წერს 60 ლის დემი.
ცნობისთვის, ბრიუს უილისს რამდენიმე თვის წინ „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს. ამის გამო მან სამსახიობო კარიერა დაასრულა.
„ტკივილამდე მიყვარს“ – ემა ჰემინგი ბრიუს უილისის ვიდეოს ავრცელებს
„ჩვენ დები ვართ, რომლებიც შეშლილმა ცხოვრებამ დაგვაკავშირა“ – დემი მური ყოფილი მეუღლის ცოლზე