LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ დები ვართ, რომლებიც შეშლილმა ცხოვრებამ დაგვაკავშირა“ – დემი მური ყოფილი მეუღლის ცოლზე

316
40333036-0-image-a-28-1615454035644

როგორც ცნობილია, 58 წლის დემი მურს, ყოფილი მეუღლის, ბრიუს უილისის მეორე ცოლთან, ემმა ჰემინგთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ისინი მეგობრობენ და ხშირად ავრცელებენ საერთო ფოტოებს.

ფოტო: „შვედური ოჯახი“ – ბრიუს უილისის მეუღლემ დაბადების დღე დემი მურთან ერთად აღნიშნა

ამჯერად დემიმ ემმას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა, სოციალურ ქსელში მისი ფოტოები ატვირთა. მურის თქმით, ისინი დები არიან, რომლებიც შეშლილმა ცხოვრებამ დააკავშირა.

„ემმა საოცარი ქალია, შესანიშნავი დედა, მეუღლე, მეგობარი და უკვე ბიზნეს-ვუმენი. ჩვენ დები ვართ, რომლებიც შეშლილმა ცხოვრებამ დაგვაკავშირა“, – წერს დემი.

ცნობისთვის, ემა და ბრიუსი 2009 წელს დაქორწინდნენ, ეს მოხდა დემისთან განქორწინებიდან 9 წლის შემდეგ. შეგახსენებთ, მურსა და უილისს სამი ქალიშვილი ჰყავთ, ემა და ბრიუსი კი ორ ქალიშვილს ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები