LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „შვედური ოჯახი“ – ბრიუს უილისის მეუღლემ დაბადების დღე დემი მურთან ერთად აღნიშნა

335
safe-image

თვითიზოლაციის პერიოდი ბრიუს უილისმა ყოფილ მეუღლესთან, დემი მურთან და ქალიშვილებთან ერთად გაატარა, რამაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. იმ დროს, როდესაც დემი მური ოჯახურ ფოტოებს ავრცელებდა, უილისის მოქმედი მეუღლე, ემმა ჰემინგი  2 ქალიშვილთან ერთად დროს მარტო ატარებდა.

ფოტო: დემი მური და ბრიუს უილისი თვითიზოლაციის დღეებს ერთად ატარებენ

ყველა ოჯახის წევრს, შინაური ცხოველების ჩათვლით, ზოლებიანი ტანისამოსი აცვია

თუმცა, როგორც ირკვევა ამაში უცნაური არაფერი ყოფილა, ბრიუ უილისის ექსსა და მოქმედ მეუღლეებს  შესანიშნავი, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

სულ ცოტა ხნის წინ, 65 წლის უილისისი მეუღლეს, ემმა ჰემინგს 42 წელი შეუსრულდა. ემამ იუბილე ოჯახურ წრეში, ბუნებაში აღნიშნა და სტუმრად დემი მური და მისი ქალიშვილები დაპატიჟა, ფოტოები კი „ინსტაგრამზე“ განათავსა.

„ემმასა და დემის იდეალური ურთიერთობა აქვთ, ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ერთად არაერთხელ დაუსვენიათ“, – წერს ინსადერი.

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარები მაინც იწერება:

უილისის შვედური ოჯახი“, „ეს არ არის ნორმალური“, – წერენ კომენტარებში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები