LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის ცნობით, სააკაშვილი „უპრეცედენტო განსაცდელშია“ – პენიტენციური პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვს

195
ობოლაშვილი და ხაჭაპურიძე

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი უპრეცედენტო განსაცდელშია, 2-3 მეტრზეც ვერ გადაადგილდება, მომაკვდავია და სასამართლოს წინაშე დაცვის მხარეს სწორედ ამის ჩვენება სურთ.

აღნიშნულის შესახებ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა. ამასთან, დაცვის მხარემ პენიტენციური სამსახურისგან სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა ვიდეოს: ჰოსპიტალში შეყვანისა და გამოყვანის, დერეფნებში გადაადგილებისა და წაქცევის ეპიზოდებზე, ასევე, დაკავების დღიდან მოყოლებული კადრების გადაცემა მოითხოვა.

მოპასუხე მხარემ, ამ შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის 1 თვით გადადებას მოითხოვა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მიხეილ სააკაშვილს ისევ არ გვაჩვენებენ. ქოცებო, შუაშისტებო, ხვდებით მისი მდგომარეობის სიმძიმეს?“

ნაცებო, თქვენ რომ პარლამენტში დარჩენის მიზეზს ისევ ხედავთ ეს სხვა უბედურებაა“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას.

ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს.“– განაცხადა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ამავე თემაზე:

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სააკაშვილზე: „რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს“

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა

mazda magti 5g