53 წლის ჯენიფერ ლოპესი საახალწლო „ლუქების“ შერჩევის ოსტატია. ბოლო კვირის განმავლობაში არტისტი არაერთი შთამბეჭდავი იმიჯით გამოჩნდა.
ჯეი ლომ შობა ნაადრევად მოიყვანა – 53 წლის ვარსკვლავის საახალწლო ფოტოსესია
ამჯერად მისის აფლეკი ბევერლი-ჰილსზე გადაიღეს, ის ამჯერად საახალწლო საყიდლებზე მარტო იმყოფებოდა. ყოველდღიური გამოსვლისთვის ჯეი ლომ ჯინსის შარვალი და თეთრი ზედა მოირგო, რომელსაც ძალიან უხდებოდა წითელ და შავ ფერებში გადაწყვეტილი თბილი და კომფორტული კუბოკრული მანტო. მის „ლუქს“ „თიმბერლენდის“ ზამთრის ფეხსაცმელი ასრულებდა.