გასულ თვეს, დასავლური მედია ბრედ პიტისა და პოლ უესლის ყოფილი მეუღლის, ინეს დე რამონთან რომანის შესახებ ალაპარაკდა. წყვილი ერთად ბონოს კონცერტზე გამოჩნდა. მას შემდეგ ისინი ერთად არ გამოჩენილან.
სულ ცოტა ხნის წინ კი ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერების განცხადებით, წყვილი ერთად ძალიან კარგად გრძნობს თავს და ახალი წლის ერთად შეხვედრას გეგმავს.
„ბრედმა ინესი „ბაბილონის“ პრემიერის შემდეგ გამართულ ვარსკვლავურ წვეულებაზე მიიყვანა, საქმე სერიოზულად რომ არ იყოს, ის ასე არ მოიქცეოდა. ისინი ახალი წლის ერთად შეხვედრას გეგმავენ. ინესი მოხიბლულია ბრედით და მეგობრებთან ხშირად საუბრობს მის შესახებ“, – აცხადებს ინსაიდერი.