კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მისი კლინიკის ექიმებს „კონკრეტული ადვოკატი“ ავიწროებს.
როგორც ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ერთ-ერთი ადვოკატი ექიმებს სამსახურში აკითხავს და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს.
„ეს ბრძოლა წესების გარეშე მაოცებს. აკითხავს ჩემს ექიმებს კონკრეტული ადვოკატი სამსახურებში, არა „ვივამედში“ ( როგორც მოგეხსენებათ, სპეციალისტების უმრავლესობა მხოლოდ ერთ კლინიკას არ ემსახურება) სამუშაო პროცესს აწყვეტინებს და კოლოსალურ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს.
არის თუ არა ეს მოწმეებზე ზეწოლა? ეს მიზანი ამართლებს საშუალებას ყოველთვის არაა „მეგობრებო“ სწორი გზა.
ყველას არ აქვს ჩემი რკინის ნერვები.“ – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.
მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა სასამართლო პროცესზე ამ დრომდე გრძელდება. სხდომას ესწრებიან სააკაშვილის მშობლები და მხარდამჭერები.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მისცემენ ექსპერტები. მათ შორის, სასამართლოში იმყოფება ამერიკელი ექსპერტიც – ერიკ დევიდ გოლდ სმიტი, რომელმაც სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედგენაში მონაწილეობა მიიღო.
ამავე თემაზე:
გიული ალასანია: „ჩემი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს პროცესები – ხელში მაკვდება შვილი“
„ასეთია დღეს მიშა, ამას ვუყურებ და ვუძლებ“ – გამოხმაურებები მიხეილ სააკაშვილის პირველ კადრებზე
სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს დაუძლურებული: შალვა პაპუაშვილი