დღეისათვის ზედმეტი წონის მოსაშორებლად, ადამიანები საუკეთესო ვარჯიშად სირბილს მიიჩნევენ, რაც სხვა და სხვა წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდირებულიცაა. თუმცა როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ სირბილი ეფექტურ შედეგს არ იძლევა. ასეთი ვარჯიშების და საერთოდაც ვარჯიშის დროს, აუცილებელია სწორი კვება. თუმცა, მათთვის ვინც უამრავი სახის დავალებებისგან, უპირატესობას სირბილს ანიჭებს, ეს რჩევები მათთვისაა. გაეცანით და გახადეთ თქვენი ვარჯიში უფრო ეფექტური.
1)
ნახტომები ფეხების მონაცვლეობით ზრდის მოძრაობის ამპლიტუდას და ამასთანავე ზრდის თქვენი ფეხების გამძლეობასა და ძალას. რაც კარგ შედეგს იძლევა სპრინტისა და სისწრაფის მხრივ. გააკეთეთ ეს ვარჯიში ორ სეტად 10-12 გამეორება ფეხების მონაცვლეობით 2-3-ჯერ კვირაში და შედეგი თავად გაგაკვირვებთ.
2)
მიეჩვიეთ მოდუნებას. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ჩოგბურთის ბურთით გაიკეთეთ ფეხებზე მასაჟი. ძალიან მარტივია: დაჯექით სკამზე, დაიდეთ ბურთი გაშიშვლებულ ფეხზედა გაამოძრავეთ ფეხის გარშემო. ეცადეთ მოძებნოთ უფრო მგრძნობიარე ადგილები და კარგად დაამასაჟეთ. ეს მოგცემთ საშუალებას გახდეთ უფრო ელასტიური და გაინვითაროთ ფეხის კუნთები.
3)
როდესაც გარბიხართ 7 კმ/სთ-ზე უფრო სწრაფად, გაგიკვირდებათ და ტერფები გაძლევთ 50% ძალას. შესაბამისად ტერფებს სჭირდება გავარჯიშება და განვითარება, რაც მოგცემთ იმის შანსს, რომ ნაკლებად მიიღოთ რაიმე სახის ტრამვა. ამისათვის საჭიროა: სწრაფად იხუნეთ ერთი ფეხი წინ – მეორე უკან, მონაცვლეობით. შემდეგ მარჯვნივ და მარცხნივ. გაიმეორეთ 2-3-ჯერ 15-20 მოძრაობა, კვირაში სამჯერ.
4)
როდესაც დარბიხართ ეცადეთ ხელებიც განზე გაიქნიოთ დრო და დრო. რაც მთავარია თავი გეჭიროთ სწორად, ასე თქვენ 1% ენერგიით ნაკლებს დახარჯავთ. შეიძლება სასაცილოდაც გეჩვენებათ, მაგრამ თუკი 10 კმ-ს გავირბენთ ასეთ მდგომარეობაში, 30 წამით ნაკლები დაგვჭირდება.