ჯეი ლო წინასაახალწლო საყიდლებზე დედასთან, გვადალუპე როდრიგესთან და დასთან ერთად ლოს-ანჯელესში გადაიღეს. ის დედასთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მისეირნობდა.
53 წლის ვარსკვლავი საოცარ ფორმაში იყო. მას წითელი შარვალი და ამავე ფერებში გადაწყვეტილი ქურთუკი ეცვა. 76 წლის გვადალუპეს შინდისფერი ზედა ამშვენებდა.
„კაშკაშა, როგორც შობა“, „ჯეი ლოს საახალწლო ლუქები ამ წლის ჰიტია“, – წერენ კომენტარებში
ცნობისთვის, გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბენისა და ჯეი ლოს დიდი ოჯახი შობის დღესასწაულს ერთად შეხვდებოდნენ. ინსაიდერმა განაცხადა, რომ წვეულებას ბენ აფლეკის ყოფილი ცოლი, ჯენიფერ გარნერიც დაესწრებოდა.
შობა ორ ჯენიფერთან ერთად – „ბენიფერი“ შობის აღნიშვნას „ექსებთან“ ერთად გეგმავს
ჯეი ლო 75 წლის დედასთან და 13 წლის ქალიშვილთან ბედნიერებისგან ბრწყინავს – ახალი ფოტოები
ფოტო: „როცა სიძე-სიდედრი მოთამაშეა“ – ბენ აფლეკი და ჯეი ლოს დედა ლას-ვეგასის კაზინოში ერთად ერთობიან