LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლო 75 წლის დედასთან და 13 წლის ქალიშვილთან ბედნიერებისგან ბრწყინავს – ახალი ფოტოები

260
183918948-494230081702089-1554330519436633229-n

51 წლის ჯენიფერ ლოპესმა თავის მოვლის საშუალებების ბრენდის, JLo Beauty-ის სარეკლამო კამპანიაში 75 წლის დედა, გვადალუპე როდრიგესი ჩართო. ფოტოებმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

„დედა ყველაზე მეტად ანათებს“ – სამი თაობა ერთ ფოტოში

სულ ცოტა ხნის წინ კი ამავე ფოტოსესიიდან კიდევ ორი ფოტო გავრცელდა, ერთ-ერთი ფოტო შავ-თეთრია. ჯეი ლო 75 წლის დედასთან და 13 წლის ქალიშვილთან ბედნიერებისგან ბრწყინავს. სამივე თეთრ პერანგშია გამოწყობილი.

სანამ ჯეი ლო საკუთარი ბრენდის რეკლამირებითაა დაკავებული, მისმა ყოფილმა საქმრომ, ალექს როდრიგესმა დღე თავის ქალიშვილებთან ერთად გაატარა. მან ინსტაგრამის საშუალებით ფოტოები გაავრცელა.

„პაემანი ჩემს გოგონებთან“, – წერს როდრიგესი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები