სანამ ჯენიფერ ლოპესი მაიამიში საქმეებს აგვარებს და ლოს-ანჯელესში გადასასვლელად ემზადება, მისი შეყვარებული, ბენ აფლეკი და მისი დედა, გვადალუპე როდრიგესი ლას-ვეგასის კაზინოში ერთობიან.
როგორც ჩანს, ბენსა და ლოპესის 75 წლის დედას ბევრი საერთო აქვთ, ორივეს უყვარს კაზინოში დროის გატარება. ისინი მაშინ გადაიღეს, როდესაც კაზინოში იმყოფებოდნენ. როგორც წყარო იუწყება, იქ გარკვეული გადაღებები მიმდინარეობდა და კაზინოს დარბაზი გადასაღებ მოედნად იყო ქცეული.
აღნიშნულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„როცა სიძე-სიდედრი მოთამაშეა“, „როგორც ჩანს, ბევრი საერთო აქვთ“, – წერენ კომენტარებში.
„დედა ყველაზე მეტად ანათებს“ – სამი თაობა ერთ ფოტოში