ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საიუბილეო თარიღებს ულოცავს.
აღნიშნულის შესახებ კვარაცხელიამ ვიდეო ჩაწერა, რასაც სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
„გილოცავთ თქვენო უწმინდესობავ აღსაყდრებიდან 45 წლის და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს, მრავალჟამიერი იყოს თქვენი სიცოცხლე. მიყვარხართ და დამლოცეთ. პატივისცემით, ხვიჩა კვარაცხელია,“ – აღნიშნავს ხვიჩა კვარაცხელია.
