LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს 68 კილოგრამია.. ადამიანი ისჯება იმის გამო, რომ წარმატებული სახელმწიფო შექმნა“ – სააკაშვილის დედა

141
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

„წონა, რომელიც 120 კილოგრამი ჰქონდა, დღეს დილით აწონეს და 68 კილოგრამი და რაღაც გრამია. ე.ი დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი, რასაც ექიმები გულისხმობდნენ“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გონების დაკარგვას როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?! ე.ი. ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა?“ – ალასანია ჩხაიძის განცხადებაზე

„ექსპერტებმა თქვეს, რომ დადგება ეტაპი, როცა ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყება. უკვე კახექსიის სწრაფი პროცესი დაიწყო. შეუქცევადი პროცესები დაიწყო, ორგანიზმი მთლიანად ჩამოიშალა. ეს თუ არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი, მაშინ მე არ ვიცი მძიმე ავადმყოფი რა არის?!

რეანიმაციაზე საუბარი არ არის, თუმცა მიერთებულია ადამიანი მთელი ღამე რაღაცაზე და ექთანი მთელი ღამე გვერდით უზის. დიახ, ასე გავიგე, რომ მთელი ღამე პალატაში ექთანი იყო. სინამდვილეში იციან, რომ ეს ძალიან მძიმე ავადმყოფია, მშვენივრად იციან, ამაშია საქმე, მაგრამ არ შეიძლება ამის ხმამაღლა თქმა, რომ მძიმე ავადმყოფია, არ შეიძლება და არ უნდა ითქვას.

ადამიანი საშინელ მდგომარეობაშია, უარესი არ შეიძლება. ეს ტყუილები იმიტომ ხდება, რომ არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანია მოწამლულია, ეს არის პრობლემა. დანარჩენი პრობლემა მომდინარეობს საწამლავიდან”,- აცხადებს გიული ალასანია.

იმ პატარა გოგოზე ბოლოს თხოვნით მივმართე, მე შევიყვან, რადგან ძალიან განიცდის თურმე, არ სძინავს, ენატრება მამამისი, თუმცა უარი მითხრეს.. ინფიცირების ამბავი მარტო ჩემთვის არ აჩენს კითხვებს – გიული ალასანია

ექსპრეზიდენტის დედამ ასევე უპასუხა კითხვას, არიან თუ არა ექიმები ზეწოლის ქვეშ.

„თქვენი აზრით ექიმები ზეწოლის ქვეშ არ არიან? ექიმებზე ზეწოლას ვინ ახდენს? ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას. უშუალოდ ამათთან ვის აქვს კავშირი მე არ ვიცი, მე ზოგადად ვამბობ. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მედიკოსები ზეწოლის ქვეშ არიან.

მე რასაც ვხედავ იმას ვამბობ. უკაცრავად, მეც ამ ტყუილებში ხომ ვეღარ მივიღებ მონაწილეობას?!

სააკაშვილის არცერთ კონტაქტს კლინიკაში კოვიდი არ დაუდასტურდა, ველოდებოდით ადვოკატებს, რომლებმაც არ წარმოადგინეს PCR ტესტი – ზურაბ ჩხაიძე

ფაქტობრივად, მთელი ვერტიკალი ტყუის, სადაც არ უნდა გაიხედო ყველა ტყუილზეა გადასული. ადამიანი ისჯება 2008 წლის გამო და იმის გამო, რომ წარმატებული სახელმწიფო შექმნა. აი, ამის გამო, სახელმწიფო რომ გააცნო მსოფლიოს, ამ მდგომარეობაში ამის გამოა”, – განაცხადა ალასანიამ.

„მის ისედაც საკმარის დიაგნოზებს კიდევ ერთი უბედურება დაემატა“ – გიული ალასანიამ ხელწერილის საფუძველზე, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

როგორია კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა: „კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა.. დგინდება კონტაქტები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g