LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota გაყიდული ავტომობილების რაოდენობით მსოფლიოში ლიდერია

115
toyota

კომპანია Toyota-მ 2022 წლის გაყიდვების ანგარიში გამოაქვეყნა: იაპონურმა ავტომწარმოებელმა 10 483 024 ავტომობილი გაყიდა და ამ მაჩვენებლით Volkswagen Group-ის მაჩვენებელიც გააუმჯობესა, რომელმაც თავის მხრივ წელი 8,3 მილიონი მანქანით დაასრულა.

თუკი 2021 წლის გაყიდვების მაჩვენებელს შევადარებთ, Toyota-ს შედეგი 0,1%-ით გაუარესდა. ამან ხელი ვერ შეუშალა კომპანიას, ყველაზე დიდი ავტომწარმოებლების რეიტინგს რომ ჩასდგომოდა სათავეში.

Toyota-ს ზოგად გაყიდვებში Lexus-ის და Daihatsu-ს, ასევე Hino-ს შედეგებიცაა გათვალისწინებული, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ კომერციულ ავტომობილებს უშვებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საჭირო დეტალების დეფიციტმა ბრენდს საწარმოო გეგმაში ცვლილებების შეტანა არაერთხელ აიძულა. ეს ტენდენცია 2022-დან 2023 წელსაც შენარჩუნდება: მაგალითად, ჩეხეთში მდებარე Toyota-ს ქარხანა, სადაც Aygo X და Yaris იწყობა, მთელი თებერვალი გაჩერებული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები