LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე…ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას“ – ლევან ხაბეიშვილის განცხადება

168
ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტია ხვალიდან საგანგებო რეჟიმზე გადადის.

მისივე თქმით, საპარლამენტო მუშაობას წყვეტენ და ივანიშვილს პროტესტით უპასუხებენ.

“ამ წუთიდან “ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მოსვენება. ხვალიდან “ნაციონალური მოძრაობა” გადადის საგანგებო რეჟიმზე. რეგიონებში დაიგეგმება აქტივობები. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისი. ვაპირებთ შეხვედრებს ელჩებთან, რათა მათ გააძლიერონ წნეხი რეჟიმზე, რათა გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.

ყველგან მოგაკითხავთ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი მშვიდი ცხოვრება დასრულდა. არ ვაპირებთ თამაშებში შევყვეთ “ქართულ ოცნებას”. ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას, რადგან იძულებულები ვართ ასე მოვიქცეთ. სახალხო მღელვარება და პროტესტი იქნება პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის. პირველი აქტივობა იქნება დღეს, 12:30 წუთზე”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი

„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე

„ენმ-ის ოფისში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს“ – ხაბეიშვილი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს

„ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს“ – მამუკა მდინარაძე

„საქართველო, შენ წამართვი ჩემი ახლობელი ადამიანი, ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო“ – ლიზა იასკო

„ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“ – ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g