„ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში“, – ასე მიმართა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს გურამ მაჭარაშვილს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. უცხოური გავლენების აგენტის შესახებ კანონპროექტს წარმოადგენს.
ნაცვლიშვილმა მაჭარაშვილს კითხვით მიმართა, აცნობიერებს თუ არა, რომ მის მიერ წარმოდგენილი კანონით, ძირს უთხრიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეასა და პერსპექტივას.
„ქართული ოცნება“ ზურგს გიმაგრებთ, ძალიან სიმბოლურია, რომ ზურგს უკან ანრი ოხანაშვილი გიზით და გამყარებთ, მათ შორის, პროცედურული უსამართლობებით.
იცით თუ არა და აცნობიერებთ თუ არა, რომ ამ კანონით, თქვენ კლავთ საქართველოს ევროპაში, ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, პერსპექტივას.
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
შესაბამისად, ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში. ამაში აქ არავინ არ შემოგყვებათ. არა რუსულ კანონს !“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
განხილვის ფონზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატოსა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. აღნიშნულს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“, „რუსებო“.
ამავე თემაზე:
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“
ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“