მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
როგორც მან კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს უკვე რამდენიმე დღეა მაღალი ტემპერატურა აქვს.
„ამ დილით ვნახე, ძალიან ცუდად არის. 64-65 კილოა. მაღალი ტემპერატურები აქვს – 38 და უფრო მაღალი, ვერ გაუგეს საიდან.
ასევე სახსრების და კუნთების ტკივილი აწუხებს. იმდენად ცუდად იყო, აქციაზეც კი არ გვისაუბრია“, – განუცხადა შალვა ხაჭაპურიძემ Ambebi.ge-ს.
„ქართველ ხალხს აღარ სჭირდება მოძალადე დიქტატორები, მოძალადე სააკაშვილი..“ – ღარიბაშვილი