LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინსტაგრამზე მეუღლის ყველა ფოტო წაშალა“ – ვენსან კასელი და ტინა კუნაკი 5 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

1360
Untitled.pnger

დასავლური მედია აქტიურად წერს, რომ ტინა კუნაკი და ვენსან კასელი  ერთმანეთს დაშორდნენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ ვენსანმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის ყველა ფოტო წაშალა.

„ვენსანმა ინსტაგრამზე მეუღლის ყველა ფოტო წაშალა. ისინი ერთმანეთს რამდენიმე კვირის წინ დაშორდნენ, ტინა ძალიან დადარდიანებულია“, – აცხადებს ინსაიდერი.

სხვათა შორის, მედია განშორების მიზეზად ვენსან კასელის მხრიდან ღალატზეც საუბრობს. ორი თვის წინ პარიზში სტივენ ჰოპკინსის სერიალის, „კავშირის“ პრემიერა გაიმართა, სადაც მთავარ როლებს ევა გრინი და ვენსან კასელი თამაშობენ. წითელ ხალიჩაზე მსახიობები ერთად პოზირებდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

ცნობისთვის, მათ 5 წლიანი ქორწინება აკავშირებდათ, მათ 3 წლის ქალიშვილი ჰყავთ. ბოლო პერიოდში ორივე ძალიან დაკავებული იყო და ზოგჯერ კვირაობით სხვადასხვა ქვეყანაში, ცალ-ცალკე უწევდათ ცხოვრება.

„მონიკა ბელუჩისა და ტინა კუნაკის ერთადერთი ღირსეული კონკურენტი“ – ევა გრინი და ვენსან კასელი წითელ ხალიჩაზე

სიყვარული დეტალებშია! – ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის ყველაზე რომანტიკული ფოტოები „ინსტაგრამიდან“

„გინდა თუ არა? თუ არ გინდა, ძალიან ცუდია“ – ვენსან კასელი უახლეს ფოტოებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები