LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-ს 2 მილიონამდე კლიენტის პირადი ინფორმაცია თითქმის 10 წელი ღიად იყო გავრცელებული

123
toyota

Toyota-ს 2 მილიონამდე კლიენტის მონაცემები ქსელში იყო და მათი მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ბრენდი პრობლემის მოგვარებას 10 წელი ვერა და ვერ ახერხებდა. ტექნიკურმა შეცდომამ ბოროტმოქმედებს საშუალება მისცა, რომ ავტომობილების საიდენტიფიკაციო ნომრები და ადგილმდებარეობა დაედგინათ. ამიერიდან კი Toyota აუდიტის სისტემის დანერგვას აპირებს, რაც მონაცემთა ღია ქსელში მოხვედრას შეუშლის ხელს.

საბედნიეროდ, წინა წლების შეცდომა ცუდად არავის გამოუყენებია და მონაცემთა გავრცელების გამო მწარმოებლის არც ერთი კლიენტი არ დაზარალებულა. ყოველ შემთხვევაში, Toyota-ს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

მომავალში კი ბრენდს ყველა ინსტრუმენტი ექნება იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომები აღარ „გაეპაროს“ და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები მაქსიმალურად იყოს დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები