LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ომის შემდეგ სააკაშვილი ლარსზე მიდიოდა და მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს, ახლა ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს, ისპეკულიროს ფრენების აღდგენით

138
ფორტუნა - 2023-05-16T132543.856

მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო, სპეკულაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ აჟიოტაჟი შექმნას ამ საქმის გარშემო, ისინი ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც ამის საბაბი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო.

„დღეს ეს ადამიანები სპეკულირებენ. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან სპეკულიანტები. ვინც დღეს სპეკულირებს ამ საკითხით, ის არის სპეკულიანტი და მეტი არაფერი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, თავს იწონებდნენ, პირდაპირ ლარსზე მიდიოდა მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი და თავს იწონებდა იმით, რომ მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში.

ახლა ეს პოლიტიკური ძალა როცა ცდილობს, ისპეკულიროს ფრენების აღდგენით, ისინი არიან ჩვეულებრივი სპეკულიანტები და სახელმწიფოს მტრები“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს.

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს

„ჩვენ მოვისმინეთ უცხოელების განცხადებები, რომ არ უნდა მოხდეს სანქცირებული კომპანიების მიღება. ამას ჩვენ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და სანქცირებული თვითმფრინავები, კომპანიები, ბორტები არ იქნება მიღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა იქნება შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებული.

სპეკულირებისთვის საფუძველი არ არსებობს, თუმცა რადიკალური ოპოზიციიდან ჩვენი ოპონენტები არიან სპეკულიანტები და მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების კარნახით, არამედ სხვა ინტერესებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ უპასუხა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძეს. კობახიძის თქმით, ისინი სპეკულირებით არ დაკავებულები.

ელენე ხოშტარია: „აუცილებელია, ფრენის პირველ დღეს საქართველომ მსოფლიოს საკუთარი სახე აჩვენოს – აეროპორტში გასაპროტესტებლად კოლონით მივალთ“

„ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს. ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ იმით, რომ აღდგა ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის. აქედანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები არიან სპეკულიანტები“, – აღნიშნა კობახიძემ.

ალუდა ღუდუშაური: ელენე ხოშტარია ალბათ პირველი იქნება ვინც ჩაფრინდება და რუსეთიდან რუბლებს პირდაპირ „ქეშად“ აიღებს

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა.

 

 

magti 5g