LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჯანყება ხელს უწყობს რუსეთის გარე მტრებს.. დასავლეთის ქვეყნებს ვაფრთხილებთ, საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად ნებისმიერი მინიშნებებისგან თავი შეიკავონ“ – რუსეთის საგარეო უწყება

161
Untitled design

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და სამხედრო ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაშია აღნიშნული, „სპეცოპერაციის ყველა მიზანი და ამოცანა შესრულდება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს დასავლეთის ქვეყნებს – „არ გამოიყენონ ქვეყნის შიგნით შექმნილი ვითარება საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად“.

„ჩვენს ქვეყანაში მომხდარი შეიარაღებული აჯანყების მცდელობა, მკვეთრ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს რუსულ საზოგადოებაში, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ჩვენი ერთიანობის განადგურებას და რუსეთის ფედერაციის ძალისხმევის შელახვას, რომელიც საიმედო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. ამრიგად, აჯანყება რუსეთის გარე მტრებს უწყობს ხელს.

დასავლეთის ქვეყნებს ვაფრთხილებთ, რუსეთის შიდა სიტუაციის საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად ნებისმიერი მინიშნებებისგან თავი შეიკავონ. ასეთი მცდელობები უპერსპექტივოა და გამოძახილი არ ექნებათ არც რუსეთში, არც საზღვარგარეთ ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსებში. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დროში სიტუაცია თავის მოგვარებას იპოვის“, – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.

მედიაში გავრცელებული უახლესი ცნობებით, „ვაგნერის“ კოლონა მოსკოვის სამხრეთით მდებარე რეგიონში გამოჩნდა.

ამავე თემაზე:

მედია: მოსკოვიდან თბილისის, სტამბოლის და ასტანას მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის

მედია: „ვაგნერის“ კოლონა მოსკოვის სამხრეთით მდებარე რეგიონში გამოჩნდა 

ვლადიმერ პუტინი: დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან, ასევე შიდა მოღალატეებისგან.. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა, პასუხს აგებს​!

„ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ – არავინ აპირებს ჩაბარებას“ – ევგენი პრიგოჟინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g