LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე ზელენსკის განცხადებაზე – ჩემთვის სრულიად მიუღებელია.. სააკაშვილი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაშია, ვთავაზობთ საკვების მიღებას, გამუდმებით მოვუწოდებთ, ექიმებისგან მკურნალობა მიიღოს, ეს არის წამება? 

240
Untitled design

მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას იუსტიციის მინისტრი ეხმიანება და აცხადებს, რომ განცხადება მისთვის სრულიად მიუღებელია, რადგან მასში არც ერთი მტკიცებულება არ არის მოყვანილი.

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

როგორც ბრეგაძე ამბობს, იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებებს განუხრელად იცავს და „მსგავსი ტიპის განცხადებას ვერავისგან მიიღებენ“.

როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში თითქოს ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასდროს დავეთანხმები. თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით, პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ საქართველო ნამდვილად ლიდერია.

ძალიან საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება იმაზე, თუ რა არის წამება. ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, გამუდმებით მოვუწოდებთ იმას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა და საკვები. ეს არის წამება? თუ ის არის წამება, რომ 2 300-მდე ვიზიტორი გვყავდა“, – თქვა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმითვე, „სააკაშვილი თავად იწამებს თავს და თუ ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა. ბრეგაძის თქმით, სრულიად უსამართლოა ბრალდება, თითქოს პოლონელ ექიმებს არ უშვებენ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით,უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.

ამავე თემაზე:

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა – საგარეო უწყება

„იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ, რა ჰქვია ამას? უმადურობა“ – ხუნდაძე ზელენსკის განცხადებაზე

მეგობრობა, როგორც სიყვარული, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა – კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის“ – სააკაშვილი

„მე მგონი პირდაპირი მნიშვნელობით ხელისუფლების განზრახვა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში“ – არახამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g