ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში დარჩენილ ოჯახის წევრებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.
მან სამაშველო სამსახურს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა და სამძებრო ღონისძიებებში დახმარება სთხოვა.
„პანსიონატი „მამისონი”, კოტეჯებია, ჩემი და მეგი გუტაშვილი, ძმა გიგი გუტაშვილი, დეიდა შორენა ბიჭაშვილი, დეიდაშვილები კოტიკო მაისურაძე, მარი მაისურაძე, ბიძაშვილი ნატო ჭელიძე და სამი პატარა ბავშვი- ლუკა, დუდაშვილი, ანდრია დუდაშვილი და ანასტასია დუდაშვილი ამ დრომდე არ უპოვიათ… მე როგორც ავყევი ვერტმფრენს და ვნახე, ყველაფერი არის გასწორებული.
ერთხელ ამიყვანეს ვერტმფრენით და ვუთხარი, რომ ერთი სტრატეგიული ადგილია სადაც შეიძლება ხალხი გაქცეულიყო, ჩამომსვით, ვიცი, აქ ვარ გაზრდილი, ყველა ქვა და ხე ვიცი, ვუთხარი, რომ მე თვითონ წავალ, ვინმე გამომაყოლეთ, ჩემი ძალებითაც დაგეხმარებით, რომ ვიცოდე სად იყვნენ დაახლოებით ბოლოს. არავინ არ მპასუხობს, შეიძლება ყველა ჩამარხულია, არავინ არ მპასუხობს…
35 კაცი იუსტიციის სახლიდან ამზომველების ჯგუფი, ამის გარდა დედა, ბებია და შვილიშვილი, არც ერთი არ გამოუყვანიათ, არც ერთი კონტაქტზე არ გამოდის , ლაფით არის სავსე მთელი შოვი და ვითხოვ, რომ სამაშველომ, რომელსაც აქვს ფანარი, ამიყვანონ, დამსვან ე.წ. რკინის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ მე თვითონ წავიდე და ვნახო…არავინ პასუხს არ მცემს და მეუბნებიან, რომ ბოდიში ვერტმფრენით ვერ აგიყვანთ იმიტომ რომ დაღამდა”, – საუბრობს ადგილობრივი მედიასთან.
შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
ონის მერია სტიქიისა და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ადამიანები მოიყოლა.
ამავე თემაზე:
შოვში სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია
ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს
ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“