“კალაძის მიმართ ცილისწამება, რომ ოჯახი გამოარიდა და სხვები დასახოცად გაიმეტა, არის მორალური ფსკერი”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს.
კახიძე ასევე ეხმაურება სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.
“კალაძის მიმართ ცილისწამება, რომ ოჯახი გამოარიდა და სხვები დასახოცად გაიმეტა, არის მორალური ფსკერი.
ხელისუფლება გავაკრიტიკოთ იმისთვის, რომ არაკომპეტენტურები არიან, რადგან ჰქონდათ სიგნალები, რომ ცუდად იყო საქმე და რეაგირება ვერ შეძლეს.
იმისთვის, რომ კრიტიკულ საათებში ღამით ვერ აწარმოეს სამაშველო სამუშაოები.
და ასე ხელაღებით რაღაც საშინელების დაბრალება როგორ შეიძლება?
არა ცილისწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა”, – წერს ოთარ კახიძე.